კევინ ლავი „კლივლენდში“ დარჩა
კევინ ლავი „კლივლენდში“ დარჩა

„კლივლენდ კავალიერზის“ ხელმძღვანელობამ ახალ კონტრაქტი შეათანხმა მძიმე ფორვარდთან კევინ ლავთან.

ხელშეკრულება ოთხწლიანი იქნება და ამ დროის განმავლობაში, კალათბურთელი 120 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, – წერს თავის „ტვიტერში“ მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი.

კლივლენდიდან“ ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ, გავრცელდა ჭორები, რომ კლუბი აპირებდა ლავის გაცვლაზე დაყენებას, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა შემადგენლობის კარდინალური ცვლილება.
კევინ ლავმა გასულ რეგულარულში 17.6 ქულა და 9.3 მოხსნა დააგროვა. პლეი ოფის 21 მატჩში მისი სტატისტიკა იყო – 14.9 ქულა და 10.2 მოხსნა.