კევინ ჰამილტონი - მეხუთე წელია, რუსეთის ომი მიმდინარეობს უკრაინაში, კონფლიქტი, არასტაბილურობა გვაქვს ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიას ნატო ვუყურებთ, როგორც სტაბილურობის კუნძულს
ფართო გეოპოლიტიკური ვითარება, როგორც იცით, საკმაოდ მყიფეა. მეხუთე წელია, რუსეთის ომი და აგრესია მიმდინარეობს უკრაინასთან მიმართებით, კონფლიქტი, არასტაბილურობა გვაქვს ახლო აღმოსავლეთში. სამხრეთ კავკასიას ნატო ვუყურებთ, როგორც სტაბილურობის კუნძულს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
კევინ ჰამილტონს კითხვა დაუსვეს, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რა არის ნატო-ს სტრატეგია სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით?
„იცით, რომ ალიანსი სხვადასხვა ქვეყნისგან შედგება, განსხვავებული პრიორიტეტებია. ზოგადად, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონზეა საუბარი, ეს რეგიონი ნატო-სთვის მალევე გახდა სტაბილური ზონა, რომლის მხარდაჭერისთვისაც მომართულები ვართ“, – განაცხადა კევინ ჰამილტონმა.