კევინ ჰამილტონი – 18 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ეს თავდასხმა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს იყო
18 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ეს თავდასხმა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს იყო, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი ავრცელებს.
ჰამილტონის თქმით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
„საქართველო ათწლეულების განმავლობაში ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი იყო. ჩვენი პარტნიორობა დღესაც ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის – იგი ეფუძნება პრაქტიკულ თანამშრომლობას, რომელიც განპირობებულია მდგრადობისა და სტაბილურობისადმი ურყევი ერთგულებით და მტკიცედ არის ორიენტირებული მომავალზე“, – განაცხადა ელჩმა კევინ ჰამილტონმა.