„ბრუკლინის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა აღიარა, რომ საკალათბურთო კარიერის ბოლო წელს ესპანურ „ბარსელონაში“ თამაში სურს.
დურანტს მიაჩნია, რომ ევროპული კალათბურთი „მეტად სახალისოა“ და შეიძლება მისთვის მომხიბვლელ ვარიანტად იქცეს რამდენიმე წლის შემდეგ.
„ზუსტად არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა “ბარსელონაში“, მაგრამ კარგი იქნებოდა იქ ბედი მეცადა“, – განაცხადა დურანტმა სატელევიზიო შოუში.
ვარსკვლავის ამ სიტყვებს ძალიან მალე გამოეხმაურა „ბარსელონა“, რომელმაც გამოუშვა სპეციალური 35-ნომრიანი მაისურა დურანტისთვის.
„სულაც არ ვარ გაკვირვებული. დურანტმა იცის საკალათბურთო სიტუაცია NBA-ის ფარგლებს გარეთ, რადგან რამდენჯერმე ითამაშა ნაკრებში, მაგალითად, 2010 წელს თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს იმის მანიშნებელია, რომ ზოგიერთი რამ შეიცვალა ბოლო ხუთი ან ათი წლის განმავლობაში. ადრე ასეთი დონის მოთამაშეებმა არ იცოდნენ, რომ არსებობს კიდევ ერთი ტიპის კალათბურთო. ახლა მათ იციან, რადგან კალათბურთი – ეს გლობალური სპორტია. დურანტს ექნება თავისი ადგილი ჩვენს გუნდი, მაგრამ არა ახლა… მომავალში“, – თქვა „ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა სვეტოსლავ პეშიჩმა.