კევინ დურანტის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
კევინ დურანტის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

კევინ დურანტს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა და ფანებს მიმართა.

„ახლა უკვე დაბრუნების დროა. ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ჩემ გვერდით იყვნენ. მივიღე უამრავი შეტყობინება, რომლითაც ხალხი მხარდაჭერას მიცხადებდა. ორშაბათს ვთქვი, რომ ძალიან მტკიოდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ. კალათბურთი ჩემი დიდი სიყვარულია. მსურდა, ჩემს თანაგუნდელებს ზედიზედ მესამე ტიტულის მოგებაში დავხმარებოდი“.