კევინ დურანტი მომდევნო სეზონს მთლიანად გამოტოვებს
კევინ დურანტი მომდევნო სეზონს მთლიანად გამოტოვებს

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდი კევინ დურანტი, დიდი ალბათობით, მთლიანად გამოტოვებს 2019-20 წლების სეზონს. გუნდის გენერალურმა მენეჯერმა შონ მარქსმა გამოაცხადა, რომ კალათბურთელის აღდგენა კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად, წელს არ ელოდებიან დურანტის მოედანზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ კევინ დურანტი ამ ზაფხულს გახდა „ბრუკლინის“ მოთამაშე და მარქსის სიტყვებით, გარიგების დადებისას, კლუბში შესანიშნავად ესმოდათ, რომ ფორვარდი მთელი სეზონი ვერ შეძლებდა „ნეტსის“ დახმარებას.

გასული სეზონი დურანტმა „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში გაატარა. მან „ტორონტოსთან“ ფინალურ სერიაში გაიწყვიტა აქილევსის მყევი. რეგულარულ სეზონში კევინმა 26.0 ქულა, 6.4 მოხსნა და 5.9 შედეგიანი პასი დააგროვა.