კევინ დურანტი „გოლდენ სტეიტში“ კიდევ ორი წელი დარჩება
კევინ დურანტი „გოლდენ სტეიტში“ კიდევ ორი წელი დარჩება

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტის“ მსუბუქი ფორვარდი კევინ დურანტი მოელაპარაკა კლუბს ორწლიან კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც, ჯამში 61.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

როგორც ESPN იტყობინება, გარიგებას 6 ივლისის შემდეგ გააფორმებენ. კონტრაქტის პირობების თანახმად, დურანტს ხელშეკრულების გაწყვეტა ერთი წლის შემდეგ შეეძლება.

გასულ სეზონში დურანტმა რეგულარულ ჩემპიონატში საშუალოდ, 26.4 ქულა, 6.8 მოხსნა და 5.4 მოხსნა დააგროვა. პლეიოფში ანალოგიური მაჩვენებლები იყო – 29.9 ქულა, 7.8 მოხსნა და 4.7 შედეგიანი პასი.