კევინ დე ბრუინი - კორონავირუსი ჩემს კარიერას ორი წლით გაახანგრძლივებს
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, როგორც მისი სხვა თანაგუნდელები, კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. ფეხბურთელი უკვე სამი კვირაა სახლშია და ძალიან მოენატრა ფეხბურთი.
„ვუთხარი ჩემს მეუღლეს, რომ ამ სიტუაციამ დამანახა – ფეხბურთს უფრო დიდხანს ვითამაშებ, ვიდრე დაგეგმილი მქონდა. ეს ორი წლით მაინც გაახანგრძილვებს ჩემს კარიერას. უკვე კარგად გავიაზრე, რომ სახლში ყოფნა არ შემიძლია. ძალიან მინდა ფეხბურთის თამაში. მაგრამ, ამას დღეს არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანების ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.
სახლში ვარ უკვე ორი კვირაა. თავიდან ჩემმა შვილებმა ოდნავ იავადმყოფეს და ეს მაწუხებდა, მაგრამ ახლა, წესრიგში არიან“, – დაწერა დე ბრუინმა სოციალურ ქსელში.