კევინ დე ბრუინი მარტში ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება #1TVSPORT
კევინ დე ბრუინი მარტში ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მარტში ჩასატარებელ ამხანაგურ შეხვედრებში ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ბელგიის ნაკრების პრესსამსახურის ცნობით, გუნდის კაპიტანს საზარდულის ტრავმა აქვს და მას დროს მისცემენ, რათა გამოჯანმრთელდეს და ევრო 2024-ისთვის მზად იყოს.

მარტში ბელგიელები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ისინი 23 მარტს ირლანდიას ესტუმრებიან, ხოლო 26 მარტს – ინგლისს.

კევინ დე ბრუინი ბელგიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. ამ დროის მანძილზე მან 99 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარში 26 გოლი გაიტანა.