„მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში მეორე ტრავმა მიიღო.
ბელგიელმა მუხლი დაიზიანა და დაახლოებით ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს, – წერს გაზეთი „ტელეგრაფი“ (The Telegraph).
დე ბრუინმა ტრავმა ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში მიიღო „ფულჰემის“ წინააღმდეგ. ბელგიელმა მატჩის მიწურულს მოედანი კოჭლობით დატოვა.
ასე რომ, ნახევარმცველს მოუწევს „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „საუთჰემპტონთან“, „შახტართან“, „ვესტ ჰემთან“, „ლიონთან“ და „ბორნმუთთან“ მატჩების გამოტოვება.|
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი სულ ახლახანს დაბრუნდა მუხლის ტრავმის შემდეგ, რომელიც აგვისტოში მიიღო.