„მანჩესტერ სიტი“-ს ნახევარმველმა, კევინ დე ბრუინემ ვარჯიშისას მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო.
„სიტი“-მ განაცხადა, რომ ტრავმის სიმძიმის შესახებ საბოლოო ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ფლობენ, თუმცა მას სავარაუდოდ სამი თვე გაუცდება.
2016 წელს ბელგიელმა ფეხბურთელმა მარჯვენა კოჭის ტრავმის გამო 12 შეხვედრა გამოტოვა. დე ბრუინე შარშან „სიტის“ საუკეთესო მოთამაშე გახდა, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 21 საგოლე გადაცემა.
მანჩესტერულმა კლუბმა პრემიერ ლიგის პირველ მატჩში „არსენალი“ – 2:0 დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას „სიტი“ 18 ან 19 სექტემბერს ჩაატარებს.
2017-18 წლების სეზონში „სიტიმ“ არაერთი რეკორდი დაამყარა – პრემიერლიგაში გუნდმა 100 ქულა მოაგროვა, მოიგო 32 მატჩი და გაიტანა 106 გოლი.