დე ბრუინმა ფულემთან შეხვედრაში ტრამვა მიიღო

10:48, 02.11.2018

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ინგლისის ლიგის თასის მატჩში ფულემთან ტრამვა მიიღო. ბელგიელმა კოჭლობით დატოვა მოედანი 86-ე წუთზე.

მატჩში კი მანჩესტერელებმა გაიმარჯვეს, ანგარიშით 2:0.

„ჯერ არ ვიცით, რამდენად სერიოზულია კევინის ტრამვა“, – ციტირებს „სქაი სპორტსი“  (Sky Sports) მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას. – „შეიძლება, რამე საშიშიცაა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სერიოზული არაფერი იქნება“.

მსგავსი