„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ინგლისის ლიგის თასის მატჩში ფულემთან ტრამვა მიიღო. ბელგიელმა კოჭლობით დატოვა მოედანი 86-ე წუთზე.
მატჩში კი მანჩესტერელებმა გაიმარჯვეს, ანგარიშით 2:0.
„ჯერ არ ვიცით, რამდენად სერიოზულია კევინის ტრამვა“, – ციტირებს „სქაი სპორტსი“ (Sky Sports) მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას. – „შეიძლება, რამე საშიშიცაა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სერიოზული არაფერი იქნება“.