კევინ დე ბრეინე – უფრო მალე დავბრუნდები, ვიდრე ამას მოველოდი

09:01, 21.09.2018
LONDON, ENGLAND - AUGUST 12:  Kevin De Bruyne of Manchester City looks on during the Premier League match between Arsenal FC and Manchester City at Emirates Stadium on August 12, 2018 in London, United Kingdom.  (Photo by Michael Regan/Getty Images)

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ კევინ დე ბრეინეს იმედი აქვს, რომ 11 ნოემბერს, ტრადიციულ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მოედანზე დაბრუნდება. ბელგიელმა ტრავმა აგვისტოში, ვარჯიშის დროს მიიღო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, გაცილებით სწრაფად ბრუნდება ფორმაში, ვიდრე ამას მოელოდა.

შარშანდელ სეზონში დე ბრეინემ რვა გოლი და 16 საგოლე პასი შეასრულა, „სიტი“ კი ინგლისის ჩემპიონი გახდა.

„ჯერ კიდევ სამი-ოთხი, მაქსიმუმ ხუთი კვირა მჭირდება, თუმცა ახლავე ვგრძნობ, რომ მალე დავბრუნდები. იმედი მაქვს, ჩემი მოლოდინი გამართლდება და გუნდს დავეხმარები. დერბისთვის მზად უნდა ვიყო“, – ამბობს დე ბრეინე.

ამჟამად, „მანჩესტერ სიტის“ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. უახლოეს მატჩში გუნდი სტუმრად „კარდიფ სიტის“ შეხვდება.

მსგავსი