კესტუტის ბუდრისი – მადუროს რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიულ ომს და აქტიურად თანამშრომლობდა ირანსა და კუბასთან, აუცილებელია, ნებისმიერი შემდგომი ქმედება საერთაშორისო სამართალს შეესაბამებოდეს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას უჭერდა მხარს და ირანსა და კუბასთან თანამშრომლობდა.
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მოკავშირეებთან კოორდინაციით, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ლიეტუვამ ნიკოლას მადურო ვენესუელას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარა. შეგახსენებთ, რომ მისმა რეჟიმმა მხარი დაუჭირა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს და აქტიურად თანამშრომლობდა ირანსა და კუბასთან. ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ ნებისმიერი შემდგომი ქმედება საერთაშორისო სამართალს შეესაბამებოდეს“, – წერს კესტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელ X-ზე.
We are closely monitoring the situation in #Venezuela in coordination with our international partners and allies.
Lithuania has not recognized Nicolás Maduro as the legitimate president of Venezuela. As a reminder, his regime has supported Russia’s war of aggression against…
— Kęstutis Budrys (@BudrysKestutis) January 3, 2026