კერსტინ ლუნდგრენი – დღეს ჩვენ ვიხსენებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
2008 წლის ომს შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი კერსტინ ლუნდგრენი ეხმაურება.
შვედი პარლამენტარი, სოციალურ ქსელ „თვითერში“ საოკუპაციო ხაზთან გადაღებულ ფოტოსურათს აქვეყნებს.
„ქართველები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გავლებული მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებს კერსტინ ლუნდგრენი.
Georgiens behind barb wired since Russia rolled them out on #Georgianterritory #11yeartoday we remember and stand for the territorial integrity of the whole of #Georgia pic.twitter.com/DB3Gw3t0Gc
— Kerstin Lundgren (@KerstinLundgren) 7 August 2019