კერსტი კალიულაიდი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე - აუცილებლად დადგება მომენტი და ყველა ვარსკვლავი დალაგდება ისე, როგორც საჭიროა
კერსტი კალიულაიდი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე - აუცილებლად დადგება მომენტი და ყველა ვარსკვლავი დალაგდება ისე, როგორც საჭიროა

დღეს არ არის კონსენსუსი ამ საკითხზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ აქვთ სურვილი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე საუბრისას პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

კერსტი კალიულაიდის თქმით, ნატო-ში ყველა აფასებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში.

მისივე განცხადებით, საჭიროა სტრატეგიული მოთმინება, რეფორმების გაგრძელება და საუბარი.

„ხანდახან გგონია, რომ გააკეთე ყველაფერი და ამ დროს მიზნის მიღწევამდე ლოდინი გიწევს. საჭიროა სტრატეგიული მოთმინება, რეფორმების გაგრძელება და საუბარი. აუცილებლად დადგება მომენტი და ყველა ვარსკვლავი დალაგდება ისე, როგორც საჭიროა. დღეს არ არის კონსენსუსი ამ საკითხზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ აქვთ სურვილი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის. პირიქით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, აშშ აქტიურად თანამშრომლობს.

ნატო-ში ყველა ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში.

ჩვენც ხანგრძლივი გზა გავიარეთ ნატო-ში გაწევრიანებამდე. ყოველ დღე იღვიძებ და ხედავ სად არის მსოფლიო, რა გამოწვევებია, რეაგირებ და შენს მომდევნო ქმედებებს გეგმავ. არის ზოგჯერ ისეთი სიტუაცია და ვითარება, რომ მსოფლიო არ იქცევა ისე, როგორც შენ გინდა მოიქცეს და იმედი გქონდა მოიქცეოდა. უნდა გააგრძელო საქმე, შენი საქმე და აუცილებლად დადგება სასურველი მომენტი“,- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.