კერსტი კალიულაიდი - ძმათა სასაფლაოზე ასვლით ჩემი ვიზიტის დაწყება საქართველოს ოკუპაციის შესახებ ესტონეთის პოზიციის დემონსტრირება იყო
კერსტი კალიულაიდი - ძმათა სასაფლაოზე ასვლით ჩემი ვიზიტის დაწყება საქართველოს ოკუპაციის შესახებ ესტონეთის პოზიციის დემონსტრირება იყო

ძმათა სასაფლაოზე ასვლით ჩემი ვიზიტის დაწყება იყო დემონსტრირება ესტონეთის პოზიციისა საქართველოს ოკუპაციის შესახებ,- განაცხადა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა.

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელოვნური ბარიერები იზრდება და არ უნდა დახუჭონ თვალი იმაზე, რაც, მისივე თქმით, საქართველოში ხდება.

„ყოველთვის მივყვები ჩემ ნათქვამ სიტყვებს და ვასრულებ დანაპირებს. საქართველოში ჩემი წინა ვიზიტის დროს მავთულხლართებს ბოროტების ხაზი ვუწოდე. განვაცხადე, რომ ეს არის ბოროტების ხაზი, საოკუპაციო ხაზი და იწვევს მხოლოდ პრობლემებს, სირთულეებს და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის რეალობა, რომელშიც საქართველო ცხოვრობს.

ვხედავთ, რომ ბორდერიზაცია, ხელოვნური ბარიერები იზრდება და ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც საქართველოში ხდება.

ჩემი ვიზიტი ძმათა სასაფლაოზე ასვლით დაიწყო. ეს იყო დემონსტრირება ესტონეთის პოზიციის საქართველოს ოკუპაციის შესახებ. ვიდექი დღეს ძმათა სასაფლაოზე და ვფიქრობდი, რომ აქ მხოლოდ თაიგულს არ ვდებ და მხოლოდ პატივს არ მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას.

ვფიქრობდი, რომ აქ არიან დაკრძალული ადამიანები, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირა 10 წლის წინ და ბევრმა იფიქრა, რომ მთელი ისტორია აქ დამთავრდა. ასე ეგონათ მანამდე, ვიდრე რუსეთმა არ მოახდინა ყირიმის ანექსია. ამის შემდეგ საუბარი განახლდა. ყირიმის ანექსიის შემდეგ ყველა მიხვდა და გაანალიზა, რომ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება. მე ამ უახლოეს ისტორიაზე დღეს ძმათა სასაფლაოზე ვფიქრობდი“,- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

 

დატოვე კომენტარი