კერსტი კალიულაიდი - ჩვენც არ ვიცოდით, როდის გაიხსნებოდა ფანჯარა, მაგრამ გავწევრიანდით ევროკავშირში, ჩემი რეკომენდაციაა, გააგრძელოთ რეფორმები
კერსტი კალიულაიდი - ჩვენც არ ვიცოდით, როდის გაიხსნებოდა ფანჯარა, მაგრამ გავწევრიანდით ევროკავშირში, ჩემი რეკომენდაციაა, გააგრძელოთ რეფორმები

ჩემი რეკომენდაციაა, გააგრძელოთ რეფორმები, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევროკავშირში საქართველოს მომავალ წევრობაზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

კერსტი კალიულაიდმა ​ესტონეთის განვლილი გზა გაიხსენა.

„ვიხსნებ ესტონეთის მიერ გავლილ გზას. მაშინ იყო საუბარი ევროკავშირის გაფართოებაზე, მაგრამ ესტონეთს არც ახსენებდნენ. მივხვდით, რომ ყინულს ჭრის არა დაპირებები, არამედ რეფორმები.

ჩვენ ვაკეთებდით მაქსიმუმს და გაცილებით მეტს, ვიდრე გვთხოვდნენ. გვინდოდა ეს ჩვენი ინიციატივა ყოფილიყო და კლასის საუკეთესო მოსწავლე ვყოფილიყავით. ევროკავშირის წევრობას სჭირდება პირობების დაკმაყოფილება. ევროპული კრიტერიუმების დაკმაყოფილება აუცილებელია.

თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, დემოკრატია. არის ეს საკმარისი? ეს შეიძლება საკმარისი იყოს. არავინ იცის. შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძოთ და ევროპამ გადაწყვიტოს, რომ აღებს კარს. არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს შესაძლებლობების ფანჯარა და ეს დრო თქვენ უნდა გამოიყენოთ. ამას ვერ გააკეთებთ, თუ არ იქნებით მზად.

ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება არის კარგი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს გზა გავიარეთ ჩვენც. ამას ვუხსნიდით ჩვენც მოსახლეობას. არც ჩვენ ვიცოდით, თუ როდის გაიხსნებოდა ფანჯარა, მაგრამ გავწევრიანდით. მხოლოდ პროგრესზე და რეფორმების ტემპზეა ყველაფერი დამოკიდებული“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.