კეროლაინ ლევიტი - არალეგალი უცხოელი მექსიკიდან შაბათს დააკავეს სამართალდამცველების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისთვის, მას მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს ბრალი
თეთრი სახლის ინფორმაციით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისთვის დაკავებულ ერთ-ერთ პირს მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული.
აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„არალეგალი უცხოელი მექსიკიდან შაბათს დააკავეს სამართალდამცველების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისთვის. მას ახლა ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვის“, – განაცხადა ლევიტმა.
ლევიტის თქმით, ამერიკის შტატები არალეგალ კრიმინალებს დეპორტაციისგან ვეღარ დაიფარავენ.
ამასთან, ლევიტმა აღნიშნა, რომ ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს ბრალი წაყენებული აქვთ ისეთ საქმეებზე, როგორებიც არის სექსუალური ძალადობა, ბავშვებზე ძალადობა, მკვლელობა და სხვა.