კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ აშშ ირანთან ამჟამად მოლაპარაკებებს არ აწარმოებს

18:03, 27.08.2026

აშშ ირანთან ამჟამად მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი ახლა ფოკუსირებულია ირანის მიმართ ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებაზე, თუმცა პრეზიდენტმა ყველა ვარიანტს განიხილავს.

„ჩვენ გვქონდა ოპერაცია ეპიკური მრისხანება მათი სამხედრო ძალის გასანადგურებლად, ახლა გვაქვს ოპერაცია ეკონომიკური განდევნა – ეკონომიკის გასანადგურებლად“, – აღნიშნა ლევიტმა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ამერიკული ავიამზიდი თეოდორ რუზველტი 5000-მდე პერსონალით, უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში განლაგდება, სადაც, სულ მცირე, შვიდ თვეს დაჰყოფს.

მსგავსი