კერძო კლინიკებში განთავსებული სატელეფონო ჯიხურების საშუალებით პატიმრები ოჯახის წევრებს შეუფერხებლად დაუკავშირდებიან
კერძო კლინიკებში განთავსებული სატელეფონო ჯიხურების საშუალებით პატიმრები ოჯახის წევრებს შეუფერხებლად დაუკავშირდებიან

დღეიდან თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკასა და ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ყველა მსჯავრდებულს უკვე პირადად შეუძლია, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი ოჯახის წევრებს მიაწოდოს.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივა უკვე შეუფერხებლად ხორციელდება და მსჯავრდებულებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეუძლიათ, ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნონ.

ამ ეტაპზე თბილისის სამოქალაქო კლინიკაში ხუთი სატელეფონო ჯიხური ფუნქციონირებს, ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინო სივრცეში კი – ოთხი.

პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.