კენტუკიში წყალდიდობას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა
კენტუკიში წყალდიდობას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში წყალდიდობას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია კენტუკიში გადაუდებელმა წვიმამ გამოიწვია.

ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. დაღუპულთა შორის არის ექვსი ბავშვი.

23 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქალაქების ნაწილი წყლით არის დაფარული, ზოგიერთ რეგიონი კი გარე სამყაროს საერთოდ მოწყვეტილია. სტიქიის გამო პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და შტატისთვის ფედერალური დახმარების გადაცემის განკარგულება გასცა.