კენიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მოგერიებისას სამხედროებმა ოთხი ტერორისტი მოკლეს
კენიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მოგერიებისას სამხედროებმა ოთხი ტერორისტი მოკლეს

კენიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მოგერიების დროს სამხედროებმა ოთხი ტერორისტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას კენიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, რადიკალი ისლამისტები ლამუში მდებარე სამხედრო ობიექტს დაესხნენ თავს, რომელსაც კენიელი და ამერიკელი სამხედროები იყენებენ.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თავდასხმა „ალ-შაბააბის“ წევრებმა მოაწყვეს, თუმცა მათ სამხედრო ბაზაზე შეღწევა ვერ შეძლეს. ტერორისტები ამტკიცებენ, რომ მათ სამხედრო ობიექტზე დისლოცირებული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.

დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ ქაიდასთანაა“ დაკავშირებული და წლებია სომალის მთავრობის დამხობას ცდილობს.