კენიაში სამართალდამცველებმა „განკითხვის დღის კულტის“ მიმდევართა 201 ცხედარი იპოვეს
კენიაში სამართალდამცველებმა „განკითხვის დღის კულტის“ მიმდევართა 201 ცხედარი იპოვეს

კენიაში სამართალდამცველებმა „განკითხვის დღის კულტის“ მიმდევართა 201 ცხედარი იპოვეს. პოლიციამ შაკაჰოლას ტყეში შაბათს 22 ახალი სამარხი აღმოაჩინა. ერთი დღით ადრე კი საერთო სამარხში დაფლული 29 ცხედარი იპოვეს, რომელთაგან 12 ბავშვისაა.

პოლიციამ 26 ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის „კარგი ამბების საერთაშორისო ეკლესიის“ წინამძღვარი პოლ მაკენზი, რომელიც მორწმუნეებს მოუწოდებდა, განკითხვის დღის დადგომამდე სამოთხეში მოსახვედრად ეშიმშილებინათ შვილები და თავადაც შიმშილით დახოცილიყვნენ.

კენიის სასამართლომ მას თავდებით გათავისუფლებაზე უარი უთხრა. პოლიცია დაკარგული ადამიანების ძებნას ამ დრომდე განაგრძობს, ისინი ტყის ტერიტორიაზე ახალ საფლავებს ეძებენ. ვარაუდობენ, რომ წინამძღვრის მოწოდების გათვალისწინების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.