კენიაში მედიკოსები გაიფიცნენ
კენიაში მედიკოსები გაიფიცნენ

კენიის დედაქალაქ ნაირობიში 300-ზე მეტი ექიმი გაიფიცა. ექიმები ანაზღაურების გაზრდასა და გაუმჯობესებულ სამუშაო პირობებს ითხოვენ, მათ შორის პერსონალური დაცვის აღჭურვილობით უზრუნველყოფას.

„ბიბისი“ წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც კენიაში ექიმები უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნით გაიფიცნენ.

კენიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 30 000 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 700-მდე ექიმია. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ნაირობიში „კოვიდ-19“-ის ყველა მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

დატოვე კომენტარი