კენიაში კაშხლის ჯებირის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
კენიაში კაშხლის ჯებირის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს. წყლის მასამ ორი სოფელი წალეკა, ნაწილობრივ დაზიანდა და მთლიანად განადგურდა 450-მდე საცხოვრებელი სახლი.
გავრცელებული ინფორმაციით, წყლის რეზერვუარი კერძო კომპანიის საკუთრებაში იყო, რომელიც წყალს ყვავილების პლანტაციისთვის იყენებდა.
კენიაში მრავალთვიანი გვალვების შემდეგ, ბოლო ორი თვის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, რამაც წყლის დონის მატება გამოიწვია.
მიყენებული ზარალის ოდენობა წინასწარი შეფასებით 10 მილიონ დოლარს აღწევს.