კენიაში, გაზის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 222 ადამიანი
კენიაში, გაზის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 222 ადამიანი

კენიის დედაქალაქ ნაირობიში, გაზის ქარხანაში აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 222 დაშავდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელსაც ბუნებრივი აირი გადაჰქონდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით, 23:30 საათზე მოხდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საწარმოები და მანქანები.

მედიის ცნობით, ხანძარი რამდენიმე საცხოვრებელ კომპლექსში გავრცელდა და, შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

მთავრობის სპიკერის, ისააკ მვაურას თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.