კენიაში ექვსსართულიანი შენობა ჩამოინგრა
კენიაში ექვსსართულიანი შენობა ჩამოინგრა

კენიაში ექვსსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ. დედაქალაქ ნაირობიში ინციდენტის ადგილას ადგილობრივმა მოსახლეობამ 10 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, რის შემდეგაც ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ სამხედრო მოსამსახურეებიც.

ნაირობიში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირი მოვლენაა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ამის მიზეზი სამშენებლო კომპანიების მიერ რეგულაციების უხეში დარღვევაა. მხოლოდ 2015 წელს კენიის დედაქალაქში რვა შენობა ჩამოინგრა და საერთო ჯამში 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა ნაგებობების შემოწმების განკარგულება გახდა.

შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნაირობიში არსებული შენობების 58 პროცენტი საცხოვრებლად ვარგისი არ იყო.

დატოვე კომენტარი