კენიაში ათობით ადამიანი იძულებითი კარანტინიდან გაიქცა
კენიაში ათობით ადამიანი იძულებითი კარანტინიდან გაიქცა

კენიაში ათობით ადამიანი იძულებითი კარანტინიდან გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

კენიის პრეზიდენტის, უჰურუ კენიატას განცხადებით, ყველა ის პირი, ვინც კარანტინიდან გაიქცა, დააკავებენ.

როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ეს განცხადება კენიის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ გარბიან ადამიანები საკარანტინო დაწესებულებიდან. უჰურუ კენიატას განცხადებით, მთავრობისთვის ცნობილია ყველა გაქცეულის სახელი და მათ კვლავ კარანტინში დააბრუნებენ.

კენიაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევა, გარდაცვლილია 14 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი.