კენეტ იალოვიცი - ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, თავისი თავი გახადოს საარჩევნო დებატების ცენტრი, მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც, ძალიან უპასუხისმგებლოა ასეთი საქციელი
კენეტ იალოვიცი - ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, თავისი თავი გახადოს საარჩევნო დებატების ცენტრი, მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც, ძალიან უპასუხისმგებლოა ასეთი საქციელი

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი აცხადებს, რომ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩასვლა და წინასაარჩევნოდ საკუთარ თავზე ყურადღების მიპყრობა „უპასუხისმგებლო“ საქციელია.

როგორც იალოვეცი აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი თავი გახადოს საარჩევნო დებატების ცენტრი იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოხდეს ქართველების სერიოზულ პრობლემებზე.

„ძალიან სევდიანი და სამწუხარო მოვლენებია. ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი თავი გახადოს საარჩევნო დებატების ცენტრი იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოხდეს ქართველების სერიოზულ პრობლემებზე, რომელსაც ისინი ყოველ დღე აწყდებიან. მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც და მისი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლოა ასეთი საქციელი. ეს საქართველოსთვის დემოკრატიისგან უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ ქართველები ამ ჩარევას, უბრალოდ, დააიგნორებენ“,- განაცხადა იალოვიცმა.