კენეტ ენჯელი - ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის
კენეტ ენჯელი - ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის

ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის და მოხარული ვართ ჩვენი თანამშრომლობით საქართველოსთან, – ამის შესახებ აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დირექტორმა, კენეტ ენჯელმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში არსებობს შესანიშნავი საინვესტიციო გარემო, რაც ბიზნესს საქმიანობისთვის უქმნის ხელსაყრელ პირობებს, იმის მიუხედავად, სად განახორციელებენ ისინი პროდუქციის რეალიზაციას.

„ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის, მიუხედავად იმისა, სად მოხდება მათი პროდუქციის საბოლოო რეალიზაცია – ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, კავკასიის რეგიონში თუ ცენტრალურ აზიაში. მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში ამერიკული ბიზნესწრეებისთვის ბევრი წამახალისებელი პუნქტია და ჩვენ მოხარული ვართ საქართველოსთან ჩვენი არაჩვეულებრივი თანამშრომლობით“, – აღნიშნა კენეტ ენჯელმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.