კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსში სააგიტაციო მასალის განთავსება დაუშვებელი იქნება
კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსში სააგიტაციო მასალის განთავსება დაუშვებელი იქნება

კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსში სააგიტაციო მასალის განთავსება დაუშვებელი იქნება. შესაბამისი აკრძალვა განსაზღვრულია საარჩევნო რეფორმით, რომელიც გუშინ ვენეციის კომისიას რეკომენდაციებისთვის გადაეგზავნა.

კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი მასალის განთავსება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას დაექვემდებარება.

ამასთან, დაუშვებელი იქნება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელი იქნება, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.