კემეროვოში ცეცხლი გაუჩნდა ავტობუსს, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ
კემეროვოში ცეცხლი გაუჩნდა ავტობუსს, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ

კემეროვოში ცეცხლი გაუჩნდა ავტობუსს, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამგზავრო ავტობუსს, რომელსაც ხელბურთელ ბავშვთა გუნდის წევრები გადაჰყავდა, ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა.

შემთხვევის დროს ავტობუსში 11 ადამიანი იმყოფებოდა. მათ თავად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება.

ხანძრის ლიკვიდაცია მგზავრებმა სახანძრო ბრიგადის მისვლამდე შეძლეს. მოგვიანებით ბავშვები სხვა ავტობუსით წაიყვანეს სახლებში.