კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება

13:27, 05.04.2021

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში – KET, PET, FCE, CAE, TKT და Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ვადაში მსურველებმა ელექტრონულად უნდა გააგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტაცია.

დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუქგვერდებზე.

ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით: Paper-based KET – 14 ივნისი; Paper-based PET – 14 ივნისი; Paper-based FCE – 21 ივნისი; Paper-based CAE – 19 ივნისი; Paper-based TKT – 24 ივნისი; Paper-based Young Learners Exam – 17 ივნისი.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ადმინისტრირებას 2013 წლიდან უწევს და მომხმარებელს მომსახურების მაღალ ხარისხსა და ტესტირებისათვის ხელსაყრელ, კომფორტულ პირობებს სთავაზობს. კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში. გადახდის შესაძლო საშუალებები, ტესტის ნიმუშები, სააპლიკაციო ფორმა და სხვ. იხილეთ ბმულზე“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

მსგავსი