კელი დეგნანმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღი დაათვალიერა
კელი დეგნანმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღი დაათვალიერა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა შიდა ქართლის რწმუნებულთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

ქვეშის საბავშო ბაღის ახალი ფლიგელის რეაბილიტაცია USAID ZRDA პროექტის, ეუთო-სა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ბაღის მესამე ფლიგელს და ერთ-ერთი მოქმედი ფლიგელის დერეფანს.

ამასთან, კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილაში ნატურალურ სასმელ „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება. ახალი საწარმოს შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩაუშვეს, რომლის ცერემონიასაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და USAID საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის მხარდამჭერია „სტარტაპ საქართველო” და USAID, რომლის მიზანსაც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ეკონომიკურ ზრდა წარმოადგენს. საწარმოს მშენებლობა სამ თვეში დასრულდება, წარმოებასთან ერთად კი, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.