კელი დეგნანმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
კელი დეგნანმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ელჩმა საქართველოს პარლამენტის წინ მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ მოქალაქეები და 33 წლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებდნენ.