კელი დეგნანი - ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები საუბრობენ, მნიშვნელოვანია, ასეთი კომუნიკაცია რეგულარულად გვქონდეს
კელი დეგნანი - ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები საუბრობენ, მნიშვნელოვანია, ასეთი კომუნიკაცია რეგულარულად გვქონდეს

ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები საუბრობენ. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ასეთი კომუნიკაცია რეგულარულად გვქონდეს, რაც გვაქვს კიდეც სხვადასხვა არხის საშუალებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დიდი ინტერესს იწვევს. მისი შეფასებით, ეს არის შესაძლებლობა, საქართველომ დემოკრატიული პროცესებისადმი ერთგულება აჩვენოს.

„რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნები ძალიან დიდ ინტერესსა და ყურადღებას იწვევს. ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, აჩვენოს ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი. თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, ამომრჩევლის მოსყიდვისგან თავისუფალი, ამომრჩეველზე ზეწოლისგან თავისუფალი, არის საუკეთესო გზა, რომ საქართველომ აჩვენოს თავისი დემოკრატიული პროგრესი“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.