კელი დეგნანი - ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რეფორმებისადმი საქართველოს ერთგულებით
კელი დეგნანი - ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რეფორმებისადმი საქართველოს ერთგულებით

ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რეფორმებისადმი საქართველოს ერთგულებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა, კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კელი დეგნანმა საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჯერ არ მქონია საშუალება, ვყოფილიყავი საქართველოში. 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მე თურქეთში ვიმყოფებოდი. ერთ წლის შემდეგ გახლდით ნატო-ს შტაბბინაში, როდესაც საქართველო აღიარებული იყო და დღემდე რჩება ნატო-ს ღირებულ პარტნიორად. მოკავშირეებმა გასულ წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რეფორმებისადმი საქართველოს ერთგულებით, რომელთა გატარებაც აუცილებელი იყო და მის მიერ სამხედროების გაძლიერებით. ჩვენ ეს ერთგულება კიდევ ერთხელ დავინახეთ ავღანეთში, სადაც საქართველო სამხედრო ძალის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს ეს 32 ჯარისკაცის სიცოცხლედ და 200-ზე მეტ დაჭრილ სამხედროდ დაუჯდა. ისინი დღესაც ავღანეთში არიან ჩვენთან ერთად და 900 სამხედრო მონაწილეობს ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ავღანეთში. ჩემს წინა თანამდებობაზე მუშაობისას, დავრწმუნდი, რომ საქართველო ასევე არის ღირებული და ერთგული პარტნიორი აშშ-ისთვის და ნატო-სთვის შავ ზღვაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, აშშ-ი გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარებისას.