კელი დეგნანი - ვმუშაობთ მთავრობასთან, სხვადასხვა უწყებასთან, მნიშვნელოვანია სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამას სერიოზულად ეკიდება
კელი დეგნანი - ვმუშაობთ მთავრობასთან, სხვადასხვა უწყებასთან, მნიშვნელოვანია სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამას სერიოზულად ეკიდება

მნიშვნელოვანია სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

ბათუმის პორტში სანქცირებული პროდუქციით დატვირთული გემის შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო ამ მიმართულებით მუშაობს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა უწყებასთან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და ჩვენ ამგვარ აქტივობებს ვაკვირდებით ყველგან. ჩვენ ვმუშაობთ მთავროასთან, სხვადასხვა უწყებასთან, საბაჟოსთან, საშემოსავლო სამსახურთან, სამინისტროსთან. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა ამგვარი ცნობების მიდევნებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვიცი, რომ მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამას, რომ სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას მონიტორინგი ძალიან ყურადღებით გავუწიოთ და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი