კელი დეგნანი - ვაზიანში ძალიან წარმატებული  და მნიშვნელოვანი წვრთნა ჩატარდა, ეს დღე საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითია
კელი დეგნანი - ვაზიანში ძალიან წარმატებული  და მნიშვნელოვანი წვრთნა ჩატარდა, ეს დღე საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითია

ძალიან წარმატებული  და მნიშვნელოვანი წვრთნა ჩატარდა. ეს დღე საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელ სწავლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, როგორ ტარდება მნიშვნელოვანი წვრთნები კოვიდის პანდემიის პირობებში. დეგნანის განცხადებით, სწავლებაში მონაწილე თითოეული ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყო და ტესტირება ჩაუტარდათ.

„ეს არაჩვეულებრივი დღეა.  ძალიან წარმატებული  და მნიშვნელოვანი წვრთნა ჩატარდა. ურთიერთთავსებადობის წვრთნა  ხაზს უსვამს ძლიერ კოორდინაციას აშშ-ს, საქართველოს, ნატო-ს პარტნიორებს, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთს შორის. ერთი მხრივ, ეს იყო ღირსეული პარტნიორის წარდგენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნაა, რათა ვაჩვენოთ, როგორ ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს კოვიდის პანდემიის პირობებშიც კი. გადაიდგა ძალიან ბევრი ნაბიჯი, რათა ყველა მონაწილის უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული, მათ ჩაუტარდათ ტესტები, დიდი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ ეს წვრთნები უსაფრთხო გარემოში ჩატარებულიყო. ეს არაჩვეულებრივი დღეა. ეს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითია”, – განაცხადა კელი დეგნანმა.