კელი დეგნანი - ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში, ნათელია, რომ აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.
„მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით).
ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში, ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია კელი დეგნანის განცხადებაში, რომელიც საელჩოს გვერდზე, „ფეისბუქში“ ვრცელდება.