კელი დეგნანი - სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა
კელი დეგნანი - სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა დეგნანმა დამკვირვებლებთან მათი სამუშაო განიხილა.

„საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების დროს მსოფლიოს თვალები და ყურები არიან. ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდიდან“, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.