კელი დეგნანი - სიამაყით ვივსებით, როდესაც ვხედავთ, როგორ ვითარდება საქართველო, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით
კელი დეგნანი - სიამაყით ვივსებით, როდესაც ვხედავთ, როგორ ვითარდება საქართველო, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით

გვინდა, ვნახოთ საქართველოს წარმატება, ამ ქვეყანამ ბევრ წარმატებას მიღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში და შეიძლება, ითქვას, არის ინსპირაცია რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

„აშშ ყოველთვის ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს და მხარი აუბას შესრულებულ სამუშაოში. აშშ საქართველოს ყველაზე დიდი დონორია – წლების განმავლობაში ოთხი მილიარდი დოლარის კონტრიბუცია სხვადასხვა სისტემაში, ჯანდაცვაში კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ა.შ. ამიტომ სიამაყით ვივსებით, როდესაც ვხედავთ, როგორ ვითარდება საქართველო, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების კუთხით. მე აუცილებლად ვიქნები არჩევნების დღეს, ასევე ჩემი კოლეგებიც. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია საკუთარი საზღვრების დაცვის კუთხით და რა კონტრიბუციასაც აკეთებს ის საერთაშოროსო უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, აშშ არის საქართველოს ამაყი მხარდამჭერი.

„ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, დადებითი როლი შევასრულოთ საქართველოს განვითარებაში. ამ როლში ეფექტიანები მხოლოდ მაშინ ვართ, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა და თანამშრომლობა გვაქვს. ამერიკა ყოველთვის ფოკუსირებული იქნება სტრატეგიულ რეგიონებში და ეს რეგიონი გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის. გვინდა, ვნახოთ საქართველოს წარმატება. ამ ქვეყანამ ბევრ წარმატებას მიღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში და შეიძლება, ითქვას, რომ არის ინსპირაცია რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ გვაქვს დიდი ვალდებულებები საქართველოს წარმატებისადმი. ასევე, ვაკვირდებით საქართველოს მიერ დემოკრატიის კუთხით აღებულ ვალდებულებებს და ამას ყველაზე კარგად დავინახავთ ოქტომბერში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი