კელი დეგნანი - შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა
კელი დეგნანი - შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა

შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით.

ამასთან, ელჩის თქმით, 8 მარტის შეთანხმება მოიცავდა მნიშვნელოვან დაპირებას, რომ თავიდან იქნებოდა აცილებული სასამართლო პროცესში პოლიტიკური ჩარევა.

„საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო ორ სხვა საქმესთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზებას ისახავდა მიზნად. საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება. 8 მარტის შეთანხმება მოიცავდა მნიშვნელოვან დაპირებას, რომ თავიდან იქნებოდა აცილებული სასამართლო პროცესში პოლიტიკური ჩარევა. ამ დაპირებას არ აქვს ვადები. დაპირება, რომელიც მხარეებმა აიღეს, გათვალისწინებულია წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.