კელი დეგნანი - შემოდგომით გამართული არჩევნები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი
კელი დეგნანი - შემოდგომით გამართული არჩევნები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი

2020 წელი საქართველოსთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი, კრიტიკული  წელი, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარმოაჩინოს თავისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ.

„შემდგომით გამართული არჩევნები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარმოაჩინოს მისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ და წარმოაჩინოს ის პროგრესი, რასაც მან მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს არჩევნები არის შესაძლებლობა იმისა, რომ გადაიდგას ზუსტი და გადამწყვეტი ნაბიჯები თავისუფალი, სანდო არჩევნების მიმართ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მიიღოს მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას და იდგება საქართველოს გვერდით.

„ვართ რა პანდემიის პერიოდში, ძალიან დიდი გამოწვევა არის ჩვენი ეკონომიკების აღდგენა, აღდგენის პროცესი და მე მინდა, დაგარწმუნოთ, რომ აშშ გააგრძელებს დახმარების აღმოჩენას საქართველოსთვის, გააგრძელებს პარტნიორობას და მეგობრობას საქართველოსთან, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს უფრო მეტი სამუშაო ადგილის წარმოშობას, ეკონომიკურ ზრდას და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. აშშ იდგება მისი მეგობრის, საქართველოს გვერდით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.