კელი დეგნანი - სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც საქართველომ ახლახან დამტკიცდა, არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი
კელი დეგნანი - სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც საქართველომ ახლახან დამტკიცდა, არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც საქართველომ ახლახან დამტკიცდა, არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის მთავრობამ საქართველოს მისცა დამატებითი რეკომენდაციები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მართლმსაჯულების პროცესისა და სისტემის გაძლიერება გაგრძელდეს.

„ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ნაბიჯები, რაც საქართველომ უკვე გადადგა. სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც ახლახან დამტკიცდა, არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, ეს შესაძლებელი გახდა აშშ-ისა და სხვების მიერ ინვესტირებითა და პარტნიორობით, იმათი, ვისაც სურს საქართველოს წარმატება და აქ ძლიერი მართლმსაჯულების შექმნა. სანდო მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს კომფორტული, არამედ უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად და ეკონომიკის განვითარებისთვის. თუკი ინვესტორი არ თვლის, რომ დადებული კონტრაქტი ეფექტიანი იქნება, ან დროულად და სამართლიანად გადაწყდება შესაძლო დავა, ის არ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში. ასე რომ, აქ ორმაგი მიზანია – იმის უზრუნველყოფა, რომ არსებობდეს დემოკრატიის საყრდენი ბოძი – სანდო, გამჭვირვალე მართლმსაჯულება და აგრეთვე მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, ვიმედოვნებ, ამერიკული ბიზნესების ჩათვლით“, – განაცხადა დეგნანმა.