კელი დეგნანი - საქართველოში „ამერიკული კულტურის ცენტრის“ გახსნა არის ახალი შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა
კელი დეგნანი - საქართველოში „ამერიკული კულტურის ცენტრის“ გახსნა არის ახალი შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში „ამერიკული კულტურის ცენტრის“ გახსნა ამერიკელი და ქართველი ხალხის დაახლოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ცენტრის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე სასტუმრო „რედისონში“ კელი დეგნანმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა არის ახალი შესაძლებლობა, რომ საქართველო-აშშ-ს შორის პარტნიორობა მეტად გამყარდეს.

„მართლაც ფანტასტიკური ღონისძიება და ფანტასტიკური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკული კულტურული ცენტრის გახსნას, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკელ და ქართველ ხალხს უფრო დააახლოებს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი, რაც ძალიან კარგია. ეს არის ახალი შესაძლებლობა, უფრო გავამყაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში არსებობს. ჩვენ, აშშ-ის საელჩო, მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას. ამ ცენტრის მხარდაჭერის ფარგლებში უფრო გაძლიერდება ინგლისური ცენტრები, კლასები და, რა თქმა უნდა, ეს მოიცავს მთელ საქართველოს. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ღონისძიებას დავსწრებოდი და გამეხსნა ოფიციალურად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი