კელი დეგნანი - საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს, რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა რამ

როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, გრძელდება გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს, რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად – იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა რამ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც შეკითხვა დაუსვეს უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

„მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ქართველები ძალიან კარგად, სიღრმისეულად გრძნობენ იმ ბრძოლას, რომლის წინაშე არიან უკრაინელები, რაც გულისხმობს მათი იდენტობის, სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაცვასა და შენარჩუნებას. ეს არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა და ახლაც განიცდის. როდესაც თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და გრძელდება შევიწროება, გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთონ, რაც შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად – იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა რამ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.