კელი დეგნანი საქართველოს პირველ არხს სტუმრობს - მადლობას გიხდით თქვენი სამუშაოს კარგად შესრულებისთვის [ფოტო]
კელი დეგნანი საქართველოს პირველ არხს სტუმრობს - მადლობას გიხდით თქვენი სამუშაოს კარგად შესრულებისთვის [ფოტო]

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პირველ არხს სტუმრობს.

კელი დეგნანი ინტეგრირებულ ნიუსრუმში ჟურნალისტებს გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა სამუშაოს კარგად შესრულებისთვის.

„მადლობას გიხდით თქვენი სამუშაოს კარგად შესრულებისთვის. აქ ნამდვილად კარგი გარემოა ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლა-გაზიარებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ წუთებში კი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ხვდება.